აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ეხმიანება.
"ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილი აშშ-მა დაასანქცირა. მისმა ქმედებებმა ხელი შეუწყო ადამიანის უფლებების დარღვევას და ძირი გამოუთხარა ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს რუსეთის ფედერაციის საკეთილდღეოდ," - წერს მილერი.