გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა პარასკევს, 27 დეკემბერს განაცხადა ბუნდესტაგის დათხოვნის შესახებ და დანიშნა ვადამდელი არჩევნები 2025 წლის 23 თებერვალს.
"მსგავს რთულ დროს, სტაბილურობა მოითხოვს ქმედუნარიან მთავრობას და პარლამენტში საიმედო უმრავლესობას", - თქვა ფედერალურმა პრეზიდენტმა კანცლერ ოლაფ შოლცის მოთხოვნით მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც დეპუტატებმა ცოტა ხნით ადრე უნდობლობა გამოუცხადეს.
გერმანიის ბუნდესტაგმა კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობას უნდობლობა 16 დეკემბერს გამოუცხადა.
მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხის დაყენება ბუნდესტაგის წინაშე თავად კანცლერმა ოლაფ შოლცმა მოითხოვა მას შემდეგ, რაც მმართველი კოალიცია დაიშალა. თავის მხრივ, მმართველი კოალიციის დაშლა შოლცის მიერ ფინანსთა მინისტრ კრისტიან ლინდერნის გათავისუფლებამ განაპირობა. ლინდერნი კოლიციაში შემავალი თავისუფალი დემოკრატიული პარტიის ლიდერია.