აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა FoxNews-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის და დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ერთად მოქმედებს. ინფორმაციას "რეალპოლიტიკა" ავრცელებს.
"რაც შეეხება ჩვენს მოწინააღმდეგეებს, ვისაც ჰგონია, რომ ახლა კარგი მომენტია ბაიდენის და ტრამპის ადმინისტრაციებს შორის დაპირისპირების გასაღვივებლად - ისინი ცდებიან, ჩვენ ერთად ვმოქმედებთ, ამ გარდამავალ მომენტში ჩვენ ერთი გუნდი ვართ", - განაცხადა მაიკლ უოლცმა ჯეიკ სალივანთან შეხვედრის შემდეგ.