გული მტკივა, რომ ჩვენი მოქალაქეები ისჯებიან თავიანთი არჩევანის გამო, თავიანთი ნების გამო, რომ საკუთარი აზრი გამოხატონ, - ამის შესახებ სახელგანთქმულმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა ტელეარხ CNN-ის ეთერში, სადაც მას საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ კომენტარის გაკეთება სთხოვეს.
"საქართველოს ისტორია საკმაოდ რთულია და, სამწუხაროდ, ამ პატარა, მშვენიერ და კულტურულად და ისტორიულად მდიდარ ქვეყანას თავისი არსებობის უმეტესი პერიოდის განმავლობაში არჩევანის გაკეთება უწევდა თავისუფლებასა და მშვიდობას შორის, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ღირებულება ყველა ადამიანის უფლებაა.
სამწუხაროდ, საქართველო ყოველთვის დილემის წინაშე იდგა და ეს ყოველთვის რთული იყო.
დღეს რაც ხდება ძალიან მტკივნეულია, რადგან ვხედავ ახალგაზრდებს, საქართველოს ამ მართლაც გულწრფელ და პატიოსან ახალგაზრდებს, რომლებიც ქუჩებში არიან და მათ გააკეთეს თავიანთი არჩევანი და სურთ, იყვნენ დასავლური სამყაროს ნაწილი. ისინი უბრალოდ აჩვენებენ, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი არჩევანისთვის.
გული მტკივა, რომ ჩვენი მოქალაქეები ისჯებიან თავიანთი არჩევანის გამო, თავიანთი ნების გამო, რომ საკუთარი აზრი გამოხატონ", - თქვა ბუნიათიშვილმა.