„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ლეგიტიმური პრეზიდენტი და ის დარჩება ლეგიტიმურ პრეზიდენტად ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე. ამის შესახებ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„პოზიცია არის ცალსახა – არალეგიტიმური არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტი არის არალეგიტიმური პარლამენტი, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი არის არალეგიტიმური პრეზიდენტი. შესაბამისად, ლეგიტიმური პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი და ის დარჩება ლეგიტიმურ პრეზიდენტად ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.