ყველა მათგანს, ვინც ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ წერს, ვინც, ისევე, როგორც საქართველოში, სახელმწიფო ძალის წყლის ჭავლს უდგება, ჩვენ გხედავთ თქვენ, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი Instagram-ზე წერს.
ბერბოკი, 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დღეს, საქართველოში მიმდინარე პროტესტის კადრებსა და განცხადებას ავრცელებს.
"ყველა მათგანს, ვინც ხმას ყველას ღირსებისთვის იმაღლებს, ვინც ძლიერთა უსამართლობას კანონის ძალით ებრძვის, ვინც თვითნებობის საპასუხოდ კი არ ჩუმდება, არამედ უფრო ხმამაღალი ხდება, ვინც ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ წერს, ვინც, ისევე, როგორც საქართველოში, სახელმწიფო ძალის წყლის ჭავლს უდგება.
ჩვენ გხედავთ თქვენ. მსოფლიო გიყურებთ. თქვენი სიმამაცე არის თავდაჯერებულობის წყარო, ჩვენთვის კი ვალდებულება, რომ გვერდში დაგიდგეთ. არა მხოლოდ დღეს, ადამიანის უფლებათა დღეზე". - წერს ბერბოკი.