თბილისის ქუჩები გადაცემულია სიკვდილის ბრიგადებისთვის, რომლებსაც მართავს ბიძინა ივანიშვილი და მისი სისხლიანი რეჟიმი, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" გუნდის წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
მისი თქმით, შემნილი ქაოსისგამ ერთადერთი გამოსავალი ხელახალი არჩევნებია.
"დღეს სახეზეა სახელმწიფოს სრული ჩამოშლა, თბილისის ქუჩები არის გადაცემული სიკვდილის ბრიგადებისთვის, რომლებსაც მართავს დღეს ბიძინა ივანიშვილი და მისი სისხლიანი რეჟიმი და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი ამ შექმნილი ქაოსისგან არის ხელახალი არჩევნები, რომელსაც ოთხივე ოპოზიციური პარტია, ისევე როგორც ქართველი ხალხი ერთად ვითხოვთ. ისევე, როგორც ვითხოვთ გათავისუფლებას ყველა იმ უკანონო პოლიტიკური პატიმრისა, რომელიც 450-ს გადასცდა," - განაცხადა ოპოზიციური პარტიების ტრადიციულ საინფორმაციო ბრიფინგზე აქუბარდიამ.