ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში წერს, რომ ემბარგო უნდა დაწესდეს იმ აღჭურვილობის ექსპორტზე, რომელსაც საპროტესტო აქციების დროს, საპოლიციო ძალები იყენებენ.
„როდესაც ბელარუსში საპროტესტო აქციის მონაწილეები სასტიკად სცემეს, დაწესდა ევროპული ემბარგო იმ აღჭურვილობის ექსპორტზე, რომელიც გამოიყენებოდა ბოროტად. ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ იგივე საქართველოსთვის, რაც შეიძლება მალე," - წერს ლანდსბერგისი.