დღეს, 20 იანვარს, აზერბაიჯანი 21 წლის წინანდელ ტრაგედიას გაიხსენებს. 1990 წლის 20 იანვარი აზერბაიჯანის ისტორიაში შესულია, როგორც შავი იანვარი. აღნიშნული თარიღი ისტორიაში ცნობილია ასევე როგორც შავი შაბათი ან იანვრის ხოცვა.
1990 წლის 20 იანვარს ბაქოში მშვიდობიანი აზერბაიჯანელი მომიტინგები საბჭოთა არმიამ დაარბია, რის შედეგადაც 130-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. აზერბაიჯანში შავ იანვარს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დაბადების თარიღად მიიჩნევენ.
137 დაღუპული, 611 დაჭრილი და დასახიჩრებული, 400-მდე უგზო უკვლოდ დაკარგული, 2000-ზე მეტი დაპატიმრებული - აი ეს არის 1990 წლის 20 იანვრის, იგივე „შავი იანვრის" სტატისტიკა.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოში, ისევე როგორც აზერბაიჯანის ყველა მეგობარ ქვეყანაში, ამ თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.
საქართველოში აზერბაიჯანელ გმირებთან ერთად ასევე გაიხსენებნ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირებს.