საქართველოს მთავრობამ სასტიკად ჩაახშო პროევროპული დემონსტრაციები, უნდა განვიხილოთ, როგორ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები ისეთი გარემოს შესანარჩუნებლად, სადაც ხალხს თავისუფლად შეუძლია, საკუთარი მომავლის განსაზღვრა, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „მაგნიტსკის აქტის“ შესახებ გამართულ მოსმენაზე სენატორმა, ჯიმ რიშმა განაცხადა.
„გასული კვირის განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ სასტიკად ჩაახშო პროევროპული დემონსტრაციები. ჩვენ უნდა განვიხილოთ, როგორ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები ძირითადი უფლებების დასაცავად და ისეთი გარემოს შესანარჩუნებლად, სადაც ხალხს თავისუფლად და სამართლიანად შეუძლია, საკუთარი მომავლის განსაზღვრა.