ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და ვგმობთ სასტიკ აგრესიას, რეპრესიებს მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს, საქართველო ევროპის გზაზე დატოვოს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
მისვე თქმით, აშშ იზიარებს შეშფოთებას „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.
„საქართველოში გამართულ არჩევნებზე დამკვირვებლებმა გამოააშკარავეს ამომრჩევლების დაშინების შემაშფოთებელი ცნობები და მმართველი პარტიის ძალისხმევა, გადახაროს სათამაშო ველი თავის სასარგებლოდ. აშშ იზიარებს ეუთო-ს ბევრი წევრის შეშფოთებას „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ამას აქვს 2014 წლის ელფერი. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და ვგმობთ სასტიკ აგრესიას, რეპრესიებს მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს საქართველოს დატოვებას ევროპასთან დაახლოების გზაზე. კერძოდ, ცნობებს ჟურნალისტებზე თავდასხმებისა და მათი დაკავების შესახებ. საქართველოს ანტიდემოკრატიული ქმედებები ხაზს უსვამს ეუთო-ს სამუშაოს მნიშვნელობას, რომელიც მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცებისაკენ“, – აღნიშნა ბლინკენმა.