ჩასაფრება მოგვიწყვეს ქორთიარდის წინ თავისუფლებაზე, არცერთმა პოლიციელმა ხელი არ გაანძრია, სახელმწიფო აღარ გვაქვს, ტერორისტულ სახელმწიფოში გავიღვიძეთ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელშ კოალიცია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე წერს.
„ჩასაფრება მოგვიწყვეს ქორთიარდის წინ თავისუფლებაზე, სადაც ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობდა. ალყაში მოგვაქვიეს ერთი მხრიდან ნიღბიანმა მთვრალმა ბანდიტებმა და მეორე მხრიდან პოლიციამ. არცერთმა პოლოციელმა ხელი არ გაანძრია, პირიქით გზა დაგვიკეტეს, რომ არაფხიზელ ბანდიტები გაგვსწორებიდნენ. ბევრნი ვიყავით, არ გამოუვიდათ, თუმცა რამდენიმე ადამიანი დაგვიჭირეს ალეკო ელისაშვილი და ზურა დათუნაშვილი.
სახელმწიფო აღარ გვაქვს! ტერორისტულ სახელმწიფოში გავიღვიძეთ“, - წერს სერგო ჩიხლაძე.
შეგახსენებთ, დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ოპოზიციის წევრები იყვნენ შეკრებილები. მათი შეკრების პარალელურად სასტუმროსთან მობილიზებული იყო როგორც პოლიცია, ასევე სპეცრაზმის წევრები და ნიღბიანი პირები.