მიხეილ ყაველაშვილს განათლებაც აქვს, დიპლომიც და ყველაფერიც, - ამის შესახებ სოზარ სუბარმა „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„მიხეილ ყაველაშვილს განათლებაც აქვს, დიპლომიც აქვს და ყველაფერიც აქვს, თქვენ შეგიძლიათ ეძებოთ. თუ დიპლომის ძებნა გინდათ თქვენ გააგრძელეთ ძებნა. ყაველაშვილის განათლება კარგად ჩანს, როდესაც ის მუშაობდა კანონებზე, მუშაობდა ამ დარბაზში, საქართველოს პარლამენტში, მის განცხადებებში, ის იყო ძალიან წარმატებული კომიტეტის თავმჯდომარე“, - განაცხადა სუბარმა.