ადამიანების უმეტესობა, რომლებიც დააკავეს, არ ემორჩილება პოლიციას. წინა ეპიზოდს არ აჩვენებთ, მარტო აჩვენებთ, რომ აკავებენ და მიჰყავთ. ისიც აჩვენეთ ხოლმე, პოლიციელებს ხელკეტებს რომ ურტყამენ, ქვებს, ბოთლებს ესვრიან, ლანძღავენ, აგინებენ. აღარ მინდა, სხვა რაღაცები ვთქვა. ერთი მაგალითი მითხარით, როცა ადამიანი მიჰყვება პოლიციას და ძირს აგორავებენ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „მთავარი“ არხის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
კიდევ ერთ კითხვაზე, „ეს ყველაფერი ხომ პირდაპირ ეთერშია, ხომ არ მალავენ“, გომელაურმა აღნიშნა:
„რა ვიცი, რას მალავთ, გუშინ გამოაცხადეთ 17 გრადუსია, მზეაო. ისეთ რაღაცებს აცხადებთ – კოლონა მოდისო და 400 კაცი იდგა რუსთაველზე. სირცხვილია უბრალოდ“.