ოპოზიციის მხრიდან ლეგიტიმურობის მინიჭება არ სჭირდება ამ პარლამენტს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა გიორგი კახიანმა განაცხადა.
„ოპოზიციის მხრიდან ლეგიტიმურობის მინიჭება არ სჭირდება ამ პარლამენტს. ოპოზიციის გადასაწყვეტია ისინი შემოვლენ თუ არ შემოვლენ პარლამენტში. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ არც მათი შემოსვლით და არც მათი არშემოსვლით არაფერი გაფუჭდება. უმრავლესობა, რომელიც არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში და რომელსაც მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა დაუჭირა მხარი, ჩვენ გავაგრძელებთ საქმიანობას და გავაკეთებთ ყველაფერ იმას, რასაც წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენს მოსახლეობას დავპირდით. ამიტომ, ოპოზიციის შემოსვლა-არშემოსვლა ამ პროცესს ვერანაირად ვერ შეაფერხებს.
რაც შეეხება შემოვა თუ არ შემოვა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან მათ დიდ ნაწილს ჩვენ პარლამენტში ვიხილავთ, იმიტომ, რომ ეს სცენარიც ნანახი გვაქვს. ზუსტად 4 წლის წინ ზუსტად ეს პერიოდი მახსენდება. დღეს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა მოხდება, დაწერონ განცხადებები და მივიღებთ გადაწყვეტილებებ“ს, - ამბობს გიორგი კახიანი.