საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა რიეკაში 21-წლამდე ევრო 2025-ის პლეი ოფის საპასუხო მატჩი ხორვატიასთან გამართა და პენალტების სერიაში გაიმარჯვა.
15 ნოემბერს თბილისში გამართული შეხვედრა ქართვეებმა 1:0 მოიგეს
ანგარიში მე-10 წუთზე დიონ ბელიომ გახსნა, 28-ე წუთზე კი ლუკა გაგნიძემ გაათანაბრა.
შესვენების შემდეგ ხორვატები 63-ე წუთზე დიონ ბელიოს პენალტით ისევ დააწინაურდნენ, მაგრამ 78-ე წუთზე ნოდარ ლომინაძემ ანგარიში ისევ გაათანაბრა, 90+1-ე წუთზე მასპინძლები მარინ სოტიჩეკმა კვლავ წინ გაიყვანა.
თამაში დამატებულ დროში გადავიდა, მაგრამ გამარჯვებული ვერც აქ გამოავლინდა და დაინიშნა პენალტების სერია, რომელიც უკეთ საქართველოს ნაკრებმა შეასრულა, მეკარე ლუკა ხარატიშვილმა ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და საქართველომ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.