საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოს შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, ურთიერთობების გადახედვის შედეგად პოლიტიკური ნაბიჯები უკვე გადაიდგა და სხვა ქმედებებიც განხორციელდება.
„ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ, როგორც იცით, ამ გადახედვის შედეგად ჩვენ უკვე შევაჩერეთ დახმარება. ასე არ არის, რომ გადახედვა მიმდინარეობს და ამ პროცესში არაფერი მომხდარა. გადახედვის შედეგად ჩვენ უკვე გადავდგით პოლიტიკური ნაბიჯები და სხვა სათანადო პოლიტიკურ ქმედებებსაც განვახორციელებთ“, – განაცხადა მილერმა.