საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრ დავით კეზარაშვილზე, რუსეთში, სადაც მას ფართომასშტაბიან თაღლითობას ედავებიან, საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს. რუსული სააგენტო „ტასის“-ის ცნობით, მოსკოვის სასამართლომ მას დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა.
დავით კეზერაშვილი შეყვანილია რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა ბაზაში, ის საერთაშორისო ძებნაშია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდები, რაც გულისხმობს თაღლითობას „განსაკუთრებით დიდი მასშტაბით“.
სააგენტოს ცნობით, კეზერაშვილის წარმომადგენლებმა ეს გადაწყვეტილება არ გაასაჩივრეს და ის კანონიერ ძალაში შევიდა.
რუსეთიას შსს-ის ძებნის ბარათში მითითებულია, რომ კეზერაშვილი ბრალდებულია სისხლის სამართლის ორ საქმეზე. მათ შორის, რუსეთის ფედერაცია მას ედავება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში სამხედრო დანაშაულების ჩადენას.