ძალიან მტკივა ის შეცდომა, მაგრამ არ ვემალები. ვიცი რაც მოხდა, გავაანალიზებ და შევეცდები, ჩეხეთთან თამაშში ის ქოჩორა ვიხილოთ, ვინც ყველას გვინდა, რომ ვიხილოთ თამაშზე, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა უკრაინასთან მატჩის შემდეგ განაცხადა.
„პირველ რიგში, ჩემს თამაშზე ვიტყვი: იყო რამდენიმე შეცდომა, რომელსაც, ყოველთვის ვცდილობ, რომ მენტალურად კარგად მივუდგე, იმიტომ რომ შეცდომებზე, ერთადერთი, რაც შეგიძლია თამაშის მომენტში გააკეთო, რომ დაივიწყო და ყველაფერი გააკეთო გუნდისთვის, რის გაკეთებასაც შევეცადე, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივა ის შეცდომა, მაგრამ არ ვემალები. ვიცი რაც მოხდა, გავაანალიზებ და შევეცდები, ჩეხეთთან თამაშში ის ქოჩორა ვიხილოთ, ვინც ყველას გვინდა, რომ ვიხილოთ თამაშზე. დანარჩენი გუნდს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, თითოეულმა ჩემმა გუნდელმა თავისი მაქსიმუმი გაიღო და შევეცდებით, რომ კარგად აღვიდგინოთ და ისევ გავიმეორებ, ძალა ჩვენშია და ვიცით რომ ფინალს ვთამაშობთ ჩეხეთთან და ამ ფინალისთვის მზად ვართ”, - განაცხადა გიორგი ქოჩორაშვილმაა "კრისტალსპორტთან".