ევროკავშირი სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს. შეზღუდვები მიმართული იქნება ტანკერების ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ, რომელსაც რუსეთი ნავთობის გასაყიდად იყენებს.
Bloomberg-ი წერს, რომ პაკეტი, რომლის დამტკიცებას ევროკავშირი წლის ბოლომდე აპირებს, ასევე ითვალისწინებს სანქციებს ვაჭრობაში ჩართული პირების მიმართ.
ევროკავშირის ქვეყნები კვლავ განიხილავენ შეზღუდვების დეტალებს, რადგან ისინი ბლოკის ყველა წევრმა ერთხმად უნდა დაამტკიცოს.
ბოლო თვეებში ევროკავშირს სულ უფრო უჭირდა სანქციების პაკეტის დამტკიცება, რადგან უნგრეთი ხშირად იყენებს ვეტოს უფლებას მოლაპარაკებების დროს.
ევროკავშირი ასევე მუშაობს სანქციების უფრო ფართო პაკეტზე, რომლის მიღებასაც, 2025 წლის დასაწყისში იმედოვნებს, როდესაც ბლოკის თავმჯდომარეობა უნგრეთიდან პოლონეთს გადაეცემა.
აღნიშნული პაკეტი შესაძლოა, მოიცავდეს შემდგომ სავაჭრო შეზღუდვებს, ასევე გაზრდილ ტარიფებს რუსულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე.
ზოგიერთ ქვეყანას სურს, რომ სანქციების ქვეშ რუსული გათხეადებული ბუნებრფივი აირით ვაჭრობაც მოყვეს.
პაკეტის წარდგენა შესაძლებელია იანვრის დასაწყისში, რომლის მიზანია მისი გაცემა 24 თებერვლის სიმბოლურ თარიღამდე - უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავამდე.