თურქეთმა გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა ისრაელთან. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ჩვენ, როგორც თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფოს და მთავრობას, გაწყვეტილი გვაქვს ურთიერთობა ისრაელთან ამ დროისთვის, ჩვენ არ გვაქვს არანაირი ურთიერთობა ისრაელთან“, - თქვა ერდოღანმა.
ერდოღანმა დასძინა, რომ ანკარა არ დგამს ნაბიჯებს სამომავლოდ ისრაელთან თანამშრომლობის გასავითარებლად.
მისი თქმით, ერთ-ერთი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც შეიძლება გადაიდგას ისრაელის ქმედებების წინააღმდეგ, არის „მუშაობა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებაზე“.
„ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის მიღწევის გარეშე რეგიონში მშვიდობა და სიწყნარე არ იქნება“, - ხაზგასმით აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.
„ისრაელის წინააღმდეგ სავაჭრო შეზღუდვები და სანქციები ბრძოლის კიდევ ერთი ფორმაა.ასევე მნიშვნელოვანია აქტიური დიპლომატია, რომელიც მიზნად ისახავს ისრაელის ყველა სფეროში კუთხეში მოქცევას და მასზე დიპლომატიური ზეწოლის გაზრდას. ჩვენ ვართ კაცობრიობის უზარმაზარი გამოცდის შუაგულში. ამ გამოცდის ჩაბარება მხოლოდ კაცობრიობის ალიანსის ფარგლებშია შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისტორია განსჯის მათ, ვინც მხარს უჭერდა ისრაელს დაასევე მათ ვინც დუმდა ჩაგვრის წინაშე“, - განაცხადა ერდოღანმა.