კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციასა და ევროკავშირის დელეგაციას შორის საგანგებო შეხვედრის დროს
საუბარი იყო იმაზე, თუ კონკრეტულად ევროკავშირმა რა შეიძლება გააკეთოს, იმისათვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დანიშნოს ახალი არჩევნები.
დოლიძის თქმით, მხარეებმა ასევე განიხილეს ქვეყნის ეკონომკური მდგომარეობა და ის გზები, როგორ გაგრძელდეს დახმარება ქართველი ხალხის მიმართ.
„საუბარი იყო იმაზე, კონკრეტულად ევროკავშირმა რა შეიძლება გააკეთოს, რომ „ოცნებამ“ დანიშნოს ახალი არჩევნები და ასევე არაღიარება მოხდეს ამ არჩევნების. საუბარი იყო სანქციების გამოყენებაზე, კონკეტული პირების მიმართ, ასევე ცესკოს თანამშრომლების დამაღლჩინოსნების მიმართ, ვისი მეთაურობითაც მოხდა გაყალბება. საუბარი იყო საერთაშორისო გამოძიებაზე და ყველა მექანიზმზე, რომელიც რეალურია, უბრალოდ ჩამოსაყალიბებლები არიან, როგო შეიძლება მოხდეს. ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას სასწრაფოდ. ასევე საუბარი იყო ეკონომიკურ მდგომარეობაზე- მნიშვნელოვანია, რომ დახმარება გაგრძელდეს ხალხის მიმართ. ევროკავშირი მზადაა, უბრალოდ ახლა ბიუროკრატიამ უნდა იმუშაოს, რომ ეს ყველაფერი გატარდეს“, - განუცხადა ტვ პირველს ანა დოლიძემ.