ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობრები, მათ აბსოლუტურად ადეკვატური წარმოდგენა აქვთ, რაც მოხდა - ისინი ფიქრობენ როგორ დაეხმარონ ქართველ ხალხს, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ევროკავშირის დელეგაცაისთან შეხვედრის შემედგ განაცხადა.
„ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობრები. მათ აბსოლუტურად ადეკვატური წარმოდგენა აქვთ რაც მოხდა. ისინი ფიქრობენ, როგორ დაეხმარონ ქართველ ხალხს იმისთვის, რომ ჩვენ არ დავკარგოთ ის, რისთვისაც იბრძოდნენ მთელი თაობები ქართველი ხალხის, ამიტომ, მათი მზაობა არის ცალსახა. ისინი აპირებენ თავიანთ მთავრობებსაც გადასცენ ზუსტად ის მოსაზრება, რაც მათ ჩამოყალიბებული აქვთ. რაც აქ ჩატარდა 26 ოქტომბერს, ამას ვერ დაერქმევა ვერც თავისუფალი, ვერც სამართლიანი არჩევნები. მიტაცებული იქნა მთელი პროცესი. ეს პოზიცია არის ძალიან მკაფიო, ასეთი აზრიც არის უკვე ევროპაში, რომ თუკი ოჯახში აღარ არის „ქართული ოცნების“ გამოისობით ქვეყანა, მაშინ უნდა დააბრუნონ სახლის გასაღები. ასეთი აზრიც გაისმის უკვე. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა მიჰყავს დაღუპვისკენ, უფსკრულისკენ და ეს უნდა შევაჩეროთ, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.