გერმანიის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა რუთ ბრანდმა გერმანულ მედიას განუცხადა, რომ გერმანიაში ვადამდელი არჩევნები ბიულეტინებისთვის საჭირო ქაღალდის დეფიციტის გამო, შესაძლოა, ვერ ჩატარდეს.
რუთ ბრანდმა გერმანულ მედიას განუცხადა, რომ დღევანდელ მსოფლიოში დიდი გამოწვევაა ქაღალდის შეძენა და ბეჭდვის შეკვეთების შესრულება.
ბრანდის თქმით, თუ არჩევნების თარიღები დაემთხვევა საშობაო პერიოდს, ისედაც მოკლე 60-დღიანი პერიოდი კიდევ უფრო შემცირდება, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს გაუთვალისწინებელი რისკები ყველა დონეზე. ამასთან დაკავშირებით მან წერილი გერმანიის კამცლერს, ოლაფ შოლცსაც მისწერა.
რუთ ბრანდი გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს მოუწოდებს, არ იჩქაროს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და მაქსიმალურად გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადები.
წერილში სათაურით „2025 წლის იანვარში ან თებერვალში ვადამდელი არჩევნების გამართვის გამოწვევები და რისკები“. პოტენციურ გამოწვევებს შორის ბრანდი ასახელებს ბიულეტენებისთვის ქაღალდის შესყიდვასა და ბეჭდური მომსახურების კონტრაქტების გაფორმებას, ასევე უსაფრთხოების სპეციალური ზომების მიღების საჭიროებას მზარდი ჰიბრიდული საფრთხეების გათვალისწინებით.
მისი აზრით, არსებობს დემოკრატიისა და არჩევნების სამართლიანობისადმი ნდობის დარღვევის მაღალი რისკი.
„ვინაიდან არჩევნების სათანადო მომზადება და ორგანიზება არსებითია დემოკრატიისადმი მოქალაქეთა ნდობისთვის, აუცილებელია, რომ სრულად გამოყენებული იყოს გერმანიის ბუნდესტაგის დათხოვნის შემდეგ გათვალისწინებული 60-დღიანი პერიოდი, რათა შესაძლებელი იყოს ყველა აუცილებელი ზომის მიღება სამართლებრივად უსაფრთხო და დროული გზით“, – აღნიშნავს ბრანდი.