საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი გმობს ამსტერდამში ისრაელელ გულშემატკივრებზე თავდასხმას.
„მკაცრად ვგმობ ამსტერდამში ძალადობას, ფეხბურთის მატჩის გარშემო. ანტისემიტიზმის ან რასიზმის ნებისმიერი გამოვლინება დაუშვებელია. არ შეიძლება ჩვენს საზოგადოებაში ზიზღი შემოვიტანოთ. რელიგიური თუ ეთნიკური საბაბით ნებისმიერი ძალადობა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“, – წერს ბორელი X-ზე.
„აიაქსისა“ და „მაკაბი თელ ავივის“ საფეხბურთო მატჩის შემდეგ ამსტერდამში ისრაელის მოქალაქეებს თავს დაესხნენ, დაშავებულია ათამდე პირი. დაშავებულია ათამდე პირი, დაკავებულია 57 ადამიანი.