საქართველოში ჩატარდა არჩევნები, რომლის გაყალბებაზეც სერიოზული ეჭვები არსებობს,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრამდე უნგრეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„მე ვიცი ქართველი ხალხის გულწრფელი მისწრაფება, გაწევრიანდნენ ევროკავშირში. ჩვენ, ევროკავშირის მხარემ, მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ. მეორე მხრივ, [საქართველოში] ჩატარდა არჩევნები, რომლის გაყალბებაზეც სერიოზული ეჭვები არსებობს. ეს სერიოზულ გამოძიებას მოითხოვს - საჭიროა სიცხადე პროცესის შესახებ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდა. ამის გარშემო ეჭვები არამხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც არსებობს”, - განაცხადა მიშელმა.