ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა და ევროკავშირში გაკეთებული განცხადებების ფონზე, მისთვის ნათელია, რომ ნატო-სა და ევროკავშირის კარი, რომელზეც აქამდე გამუდმებით ისმოდა, რომ ქართველებისთვის ღია იყო, ახლა იხურება.
“დიახ, [ევროპის] კარი იხურება მაგრამ ეს თავად ქართველების ხელით ხდება. იმათი ხელით, ვინც "ქართულ ოცნებას" ხმა მისცა, მაგრამ პირველ რიგში მათი ხელით, ვინც არჩევნებზე მანიპულაცია მოახდინა და ის თავისუფალ და სამართლიან გარემოში არ ჩაატარა და ჩაიდინა ის საშინელება, რომ საკუთარი ძალის გამოყენებით, ქართველი ხალხისგან არჩევნები მოიპარა”,- ამბობს ევროპარლამენტარი.