უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო მიმდინარე კვირაში ბელარუსში გაემგზავრება და მინსკის ევრაზიის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ გამოცემა Politico იუწყება.
როგორც მედია აღნიშნავს, 31 ოქტომბერს სიიარტო რუსეთის, სირიისა და ბელარუსის წარმომადგენლებთან ერთად, მინსკის კონფერენციაზე სიტყვით გამოვა.
Politico აღნიშნვს, ბელარუსში დაგეგმილი შეკრება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის კონკურენტად უნდა იქნას განხილული.
კონკრეტულად, ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ღონისძიება „გამოიყენება, როგორც შესაძლებლობა განიხილომ და გამოიკვეთონ ევრაზიის მომავალი უსაფრთხოების, რეგიონის მომავალი უსაფრთხოების პერსპექტიული კონტურები“.
გამოცემა წერს, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიახლოვე რუსეთთან და ბელარუსთან არ არის გასაკვირი, რადგან სიიარტო რეგულარულად სტუმრობს მოსკოვს, სანკტ-პეტერბურგსა და მინსკს, თუმცა სირიასთან შესაძლო კავშირი ურთიერთობების გაღრმავებაზე მიუთითებს.