კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება საპარლამენტო არჩევნებსა და მის ოფიციალურ შედეგებს და განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ოტავა შეშფოთებულია ამომრჩეველთა დაშინების, ხმებების მოსყიდვისა და სხვა დარღვევების შესახებ გავრცელებული ცნობებით, რომლებიც ნახსენებია ეუთო/ოდირის მიუკერძოებელი დამკვირვებლებების შეფასებებში.
"ეს ბრალდებები უნდა იქნეს გამოძიებული და აღმოფხვრილი. კანადას მტკიცედ სჯერა, რომ თავისუფალი, სამართლიანი და დამოუკიდებელი არჩევნები არის დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედი“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთან ურთიერთობების გადაფასებაზე საუბრობს.
"ამ არჩევნების ჩატარებისა და შედეგების გათვალისწინებით, "დიდი შვიდეულისა" და ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით, კანადა გადააფასებს ურთიერთობას საქართველოს ხელმძღვანელობასთან.
კანადა ღიაა საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, მანამ, სანამ საქართველოს ხელმძღვანელობა პატივს სცემს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და განიხილავს ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკანდახევას", - ნათქვამია განცხადებაში.