შვედეთი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებს. ინფორმაციას შვედური მედია ავრცელებს ქვეყნის საგარეო ვაჭრობისა და თანამშრომლობის განვითარების მინისტრის ბენჯამინ დუსას განცხადებაზე დაყრდნობით.
მინისტრის თქმით, სტოკჰოლი აპაუზებს საქართველოსა და შვედეთის მთავრობების თანამშრომლობას, "რომელიც ამ დრომდე გრძელდებობდა, მათ შორის საქართველოს საგადასახადო ორგანოსთან".
"საქართველოში განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელი იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში. საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებულმა დარღვევებმა ეს შეშფოთება კიდევ უფრო გააძლიერა.
შვედეთის მთავრობა აჩერებს უშუალოდ შვედეთისა და საქართველოს ხელისუფლების თანამშრომლობას, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, მათ შორის საქართველოს საგადასახადო ორგანოსთან", - აცხადებს დუსა.
მისი თქმით, თანამშრომლობა შესაძლოა მომავალშიც განახლდეს, თუ საქართველო კვლავ დაუახლოვდება ევროკავშირს.
შვედეთის დახმარება საქართველოსთვის შეადგენს დაახლოებით 200 მილიონ კრონს წელიწადში.