ევროკავშირის ქვეყნების მინისტრები საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მოითხოვენ, რომ დროულად იქნას გამოძიებული ის დარღვევები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირდა.
„ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში მიმდინარე ვითარებით. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დარღვევები აღნიშნეს როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევენ არჩევნების დღეს . ჩვენ ვგმობთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას. ჩვენ ვიზიარებთ მათ შეშფოთებას და მოვითხოვთ საჩივრების მიუკერძოებელ გამოძიებასა და დარღვევების აღმოფხვრის საშუალების შექმნას.
ჩვენ ამ რთულ დროს ქართველების გვერდით ვდგავართ. მნიშვნელოვანია, რომ საპროტესტო აქციები და, განსაკუთრებით, მთავრობის მათზე რეაქცია, მშვიდობიანი დარჩეს. საარჩევნო სანდოობის დარღვევა შეუსაბამობაშია იმ სტანდარტებთან, რომლებიც მოსალოდნელია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან. ეს [დარღვევები] არის ქართველო ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების ღალატი.
კანონის უზენაესობის, ასევე სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების, უზრუნველყოფა არსებითი მნიშვნელობისაა საქართველოს ევროკავშირის გზაზე ნებისმიერი პროცესისთვის. ჩვენ ვაკრიტიკებთ პრემიერმინისტრი [ვიქტორ] ორბანის ნაადრევ ვიზიტს საქართველოში. იგი არ საუბრობს ევროკავშირის სახელით”, - წერია განცადებაში.
დოკუმენტს ხელს აწერს ევროკავშირის ქვეყნების 13 მინისტრი:
მარტინ დვორაკი
მარი ბერე
ანა ლიურმანი
მარგუს ცაჰკნა
იოაკიმ სტრანდი
ბენჯამინ ჰადადი
ჯენიფერ კეროლი მაკნილი
გაბრიელიუს ლანდსბერგისი
კასპარ ველდკამპი
ქსავიე ბეტელი
ადამ შლაპკა