პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ ჩვენს ხალხთან ერთად დღევანდელ აქციას დავესწრებით, - ამის შესახებ პარტიის წევრმა თეოონა აქუბარდიამ განაცხადა.
„პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ ჩვენს ხალხთან ერთად დღევანდელ აქციას დავესწრებით. იმიტომ, რომ ამ არჩევნების შედეგი ხალხის ნების ასახვის მაჩვენებელი არ იყო. დანარჩენზე სხვა პარტიების პოზიციებსაც მოვისმენთ და ამის შემდეგ, გარკვეულწილად კოორდინაციას მოვახდენთ. დღევანდელ აქციაზე კი ჩვენი გუნდი სრული შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი”, - თქვა აქუბარდიამ.
შეგახსენებთ, დღეს, 28 ოქტომბერს, 19:00 საათზე, პარლამენტთან აქცია გაიმართება.