გუშინ პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ არჩევნები ლეგიტიმური არ არის და შესაბამისად, ვერც ამ არჩევნებით არჩეული ხელისუფლება იქნება ლეგიტიმური, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძე მოქალაქეებს დღეს რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახოს, რომ ქართველი ხალხი არჩევნების მიტაცებას არ შეეგუება.
„გუშინ პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ ეს არჩევნები არის მოპარული, ეს არ არის ლეგიტიმური არჩევნები, შესაბამისად, ლეგიტიმური შედეგები, შესაბამისად, ამ არჩევნების საფუძველზე არჩეული ხელისუფლება ვერ იქნება ლეგიტიმური ხელისუფლება. ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი თანამოქალაქეების მშვიდობიან პროტესტს, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ ქართველი ხალხი არ ეგუება არ შეეგუება არჩევნების მიტაცებას და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დღეს რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიდეს რუსთაველზე, გამოხატოს თავისი მშვიდობიანი პროტესტი იმ უმსგავსობის მიმართ, რაც ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ“, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.