"არჩევნების აშკარა გაყალბება შეუძლებელს ხდის მათ აღიარებას", - წერს X-ზე ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონი.
"საქართველოში არჩევნების შედეგების აშკარა გაყალბება შეუძლებელს ხდის მათი ლეგიტიმურობის აღიარებას. არჩევნების გაყალბებით შეუძლებელია ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ შესაძლებელია რუსეთის მკლავებში დაბრუნება", - წერს მიჰკელსონი.