რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, გრიგორი კარასინი საქართველოს საპარალამენტო არჩევნებს გამოეხმაურა.
"თბილისიდან მოსული ცნობებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. მაღალი აქტივობა, დაახლოებით 58%, არის სამოქალაქო ჩართულობის კიდევ ერთი მაჩვენებელი. ხმების თითქმის 53%, რაც მმართველმა ქართულმა ოცნებამ მიიღო, ისევე როგორც ოთხი ოპოზიციური პარტიის პარლამენტში შესვლა, ქვეყნის შიდა პოლიტიკაში აქტიურ პერიოდს გვპირდება.
ვიმედოვნებთ, რომ ეს პერიოდი პროგნოზირებადი და ცივილიზებული იქნები. ამით დაინტერესებულია არა მარტო საქართველო, არამედ მთელი კავკასიის რეგიონი", - აცხადებს კარასინი.