კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ამბობს, რომ საჯარო სამსახურების თანამშრომლების ნაწილს პირადობის მოწმობებს ართმევენ.
“ჩვენთვის ცნობილი გახდა კონკრეტული ფაქტები, როგორ ართმევენ პირადობის მოწმობებს საჯარო სამსახურების თანამშრომლებს. კონკრეტულად, სსიპ-ების თანამშრომლებს, იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების თანამშრომლებსა და ავტობუსების მძღოლებს.
ჩვენ გვინდა, სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ იმ ხალხს, ვინც ამას საკუთარ თავზე განიცდის. ისინი არიან პატრიოტი მოქალაქეები, რომლებიც რთულ ვითარებაში არიან ჩავარდნილი. ვინც მსგავს სიტუაციაში მოხვდება, ვთხოვთ, ჩვენს ცხელ ხაზზე, შტაბში ან სოციალურ ქსელში დაგვიკავშირდეს", - განაცხადა დოლიძემ.
მისივე თქმით, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და “არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ისინი ყველა ასეთ ფაქტს გამოიძიებენ და შესაბამისი პირები ამისთვის პასუხს აგებენ.“