თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა 23 ოქტომბერს ანკარაში მდებარე თურქული აეროკოსმოსური კომპანია Turkish Aerospace-ის (TUSAŞ) ცენტრალურ ოფისზე თავდასხმის შედეგად.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი ერლიკაიამ ტელევიზიით განაცხადა, რომ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა, დაშავებულთა საერთო რაოდენობა 22 ადამიანია, რომელთაგან სამი საავადმყოფოდან გაწერეს.
დაღუპულებს შორის TUSAS-ის ოთხი თანამშრომელი და ტაქსის მძღოლია, რომელმაც თავდამსხმელები სათავო ოფისთან მიიყვანა.
მისი თქმით, სავარაუდოდ, თავდასხმასთან კავშირი აქვს ქურთისტანის მუშათა პარტიას. "ქურთისტანის მუშათა პარტია" თურქეთს, ევროკავშირსა და აშშ-ს ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში ჰყავთ შეყვანილი.