მივესალმებით საკონსტიტუციო რეფერენდუმის შედეგებს, რომელშიც მოლდოველმა ხალხმა სურვილი გამოხატა, თავიანთი მომავალი ევროკავშირს დაუკავშიროს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი X-ზე წერს.
„რუსეთი და მისი მარიონეტები მოლდოვაში დემოკრატიული და საარჩევნო პროცესისთვის ძირის გამოთხრას აქტიურად ცდილობდნენ, თუმცა, ჩვენ მოლდოვის ხელისუფლებას არჩევნებისა და საკონსტიტუციო რეფერენდუმის წარმატებით ორგანიზებას ვულოცავთ. მივესალმებით საკონსტიტუციო რეფერენდუმის შედეგებს, რომელშიც მოლდოველმა ხალხმა სურვილი გამოხატა, თავიანთი მომავალი ევროკავშირთან დააკავშირონ“, - წერს ბორელი.
ოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ბიულეტენების სრულად დათვლის შემდეგ მოლდოვაში ევროინტეგრაციის მომხრეა 50,46%, ხოლო 49,54% – წინააღმდეგი.