მედიის ცნობით, რუსეთის ბრიანსკის ოლქში სამხედრო მრეწველობის ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა.
ქარხანა „კრემნო-ელის“ პროდუქცია გამოიყენება, სამხედრო ინდუსტრიაშიც, მაგალითად, „პანცირის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და „ისკანდერის“ სარაკეტო სისტემების დამზადებაში.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ღამით განაცხადეს, რომ „არასაცხოვრებელი კორპუსის სხვენი“ ხანძარი გაუჩნდა. მათივე ცნობით, მეხანძრეებმა „ცეცხლი სწრაფად ჩააქრეს“, დილით კი თქვეს, რომ „ერთ-ერთი დრონი დაეჯახა არასაცხოვრებელ კორპუსს“ და "ხანძარი არ ყოფილა."
ტელეგრამ-არხი Astra წერს, რომ ქარხანაზე თავდასხმას ადგილობრივი მოსახლეობა ადასტურებს.
ტელეგრამარხის ცნობით, „კრემნი-ელი“ არის ერთ-ერთი უმსხვილესი მიკროელექტრონიკის მწარმოებელი რუსეთში. 2017 წელს კომპანიის პროდუქციის 94% დამზადდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჭიროებისთვის.