მომავალი არჩევნები იქნება ჭეშმარიტების მომენტი, ქართველ ხალხს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, რომელი გზით სურს სვლა, ევროპისკენ თუ ევროპისგან დაშორება – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში არის დემოკრატიული უკუსვლა.
„რაც შეეხება საქართველოს, სინამდვილეში არის დემოკრატიული უკუსვლა. მომავალი არჩევნები იქნება ჭეშმარიტების მომენტი და ქართველ ხალხს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, თუ რომელი გზით სურთ სვლა – ევროპისკენ თუ ევროპისგან დაშორება. ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენთვის და საქართველოსთვის კიდევ უფრო მეტად, რადგან სასწორზე ქვეყნის მომავალია“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.