აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, აშშ-ს სურს, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იხილოს.
ამის შესახებ მილერმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს შემდეგი კითხვის პასუხად განაცხადა: „პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეშფოთება გამოთქვა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. რა მოლოდინები გაქვთ და რას მოიმოქმედებთ ამის თავიდან ასაცილებლად?“
„ჩვენ გვინდა ვიხილოთ, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მომდევნო დღეებს“ – განაცხადა პასუხად მილერმა.