საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლსი ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ყველას უნდა, რომ უკრაინაში ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს და, უპირველეს ყოვლისა, თავად უკრაინელებს, მაგრამ მთავარი საკითხია, როგორ მოხდება ეს.
კონკრეტულად, მან აღნიშნა, რომ დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე უკრაინა დიდხანს ვერ გაუძლებს რუსეთის ფედერაციას და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თავის მიზნებს მიაღწევს.
„ბევრს უნდა, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, პირველ რიგში, თავად უკრაინელებს.
მაგრამ გვინდა თუ არა ეს უკრაინელებისა და ჩვენივე, ევროპელების უსაფრთხოებისთვის?“ - აღნიშნა ბორელმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მომავალი სამშვიდობო მოლაპარაკებები, „როცა დრო მოვა“, წარიმართოს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ხელსაყრელ პირობებში.