სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ დათანხმდება არასდროს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის არ არის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი, თუმცა მიაჩნია, რომ ეს არის „გზა, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში არ დასრულდება“, მაგრამ კატეგორიულად ეწინააღმდეგება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას.
„ვიდრე სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ვიქნები, ვიზრუნებ, რომ დეპუტატები, რომლებზეც მე მაქვს პოლიტიკური კონტროლი, როგორც პარტიის ხელმძღვანელს, არასოდეს დაეთანხმონ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას“, - თქვა ფიცომ.
მან აღნიშნა, რომ ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება ალიანსის წევრი ქვეყნების პარლამენტების მიერ რატიფიცირებას მოითხოვს
ფიცო დარწმუნებულია, რომ უკრაინის ნატო-ში შესვლა მესამე მსოფლიო ომის საფუძველი გახდება.