ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ო’ბრაიენის განცხადებით, აშშ ყოველთვის ხმას აიმაღლებს ადამიანის უფლებების დაცვისთვის.
„შეშფოთებული ვარ კანონით, რომელიც ძალაში შევიდა, ხელი მოეწერა, ზღუდავს თავისუფლებებს და საქართველოს ევროპისგან დაშორების რისკს ქმნის. აშშ ყოველთვის ხმას აიმაღლებს, რათა დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები ყველასთვის“, – წერს ო’ბრაიენი სოციალურ ქსელში.