"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, სერგო ჩიხლაძე და ირაკლი ფავლენიშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათი საჭიროებები მოისმინეს.
ჩიხლაძის თქმით, მოსახლეობას სურს ცვლილებები და განვითარება, რაც ოქტომბრის არჩევნებშიც აისახება.
"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები წინასაარჩევნო შეხვედრებს ვმართავთ ბორჯომსა და წაღვერში, შევხვდით ადგილობრივ მოსახლეობას, მოვისმინეთ მათი საჭიროებები. ყველა ამ შეხვედრიდან ირკვევა, რომ მოსახლეობის მთავარი დაკვეთაა წინსვლა, განვითარება. მათ სურთ, რომ ქვეყნიდან გაქცეული ოჯახის წევრები, ემიგრანტები საქართველოში დააბრუნონ. ზუსტად ჩვენი, ერთიანობის იმედი აქვს საზოგადოებას და ძალიან კარგად ახსოვთ, თუ როგორ განვითარდა, როგორ ტრანსფორმირდა ბორჯომი და ზოგადად ეს რეგიონი პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში. გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება, თითოეული მოქალაქის განწყობა ძალიან პოზიტიურია და სწორედ ეს გვაძლევს გამარჯვების იმედსაც", - განაცხადა ჩიხლაძემ.