ევროკავშირი გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე და ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა Х-ში დაწერა.
"თავდასხმებისა და შურისძიების სახიფათო ციკლი კონტროლიდან გამოსვლის რისკს აჩენს. აუცილებელია ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მთელ რეგიონში. ევროკავშირი რჩება სრულად ერთგული, წვლილი შეიტანოს რეგიონული ომის თავიდან აცილებაში - წერს ბორელი.
ირანმა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა 1-ელ ოქტომბერს დაიწყო. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანიდან 200-მდე რაკეტა იქნა გასროლილი, რომელთა უმეტესი ნაწილი გაანეიტრალეს.
დასავლეთ სანაპიროზე დაბომბვისას ერთი პალესტინელი დაიღუპა, ასევე დაზიანდა სკოლა ცენტრალურ ისრაელში და რესტორანი თელ ავივში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანის თავდასხმას "დიდი შეცდომა" უწოდა და პირობა დადო, რომ ირანი ამის საფასურს გადაიხდის.