ლიბანში ნებისმიერი სამხედრო ინტერვენცია რადიკალურად გააუარესებს ვითარებას ახლო აღმოსავლეთში. ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა შემდეგ.
„ნებისმიერი სამხედრო ჩარევა ვითარებას მკვეთრად გააუარესებს და ეს თავიდან უნდა იქნას აცილებული“, - განაცხადა მან.
ტელეკომპანია NBC წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელის სახმელეთო ოპერაცია ლიბანში, შესაძლოა, დღესვე დაიწყოს და შესაძლოა, რამდენიმე დღეზ გაგრძელდეს
ტელეკომპანიის ცნობით, ისრაელის ხელისუფლებამ უკვე შეატყობინა შეერთებულ შტატებს, რომ ოპერაცია ისრაელის სახელმწიფოს საზღვრიდან ლიბანის შიიტური ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ ფორმირებების განდევნის ოპეარცია შესაძლია, ორშაბათს საღამოს დაიწყოს.
ტოგორც ტელეარხი იუწყება, ბრძოლა რამდენიმე დღეს გაგრძელდება და მასშტაბით შეზღუდული იქნება. გარდა ამისა, ისრაელის არმია მიზნად ისახავს „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურის, მათ შორის იარაღის საწყობების განადგურებას.