ლიბანური ტერორისტული ორგანიზაციის ჰეზბოლას მთავარმა მმართველმა ორგანომ ახალ გენერალურ მდივნად ჰაშემ საფი ად-დინი აირჩია.
ჰაშემ საფი ად-დინი, რომელიც ამ დრომდე ჰეზბოლას აღმასრულებელ კომიტეტს ხელმძღვანელობდა, ორგანიზაციის ყოფილი ლიდერის ჰასან ნასრალას ახლო ნათესავია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ისრაელის საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა. ამავდროულად, საფი ად-დინი არის ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის „ყუდსის“ ძალების ყოფილი მეთაურის ყასემ სოლეიმანის სიძე, რომელიც რამდენიმე წლის წინ ერაყში, აშშ-ის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
მედიის ინფორმაციით, ჰეზბოლას ყოფილ და ამჟამინდელ ლიდერებს შორის საოცარი მსგავსებაა, როგორც გარეგნობით, ასევე ხასიათით.
ჰაშემ საფი ად-დინი 1964 წელს სამხრეთ ლიბანში დაიბადა. 1982 წელს ის გახდა ჰეზბოლას თანადამფუძნებელი, ხოლო 1994 წელს აღმასრულებელ კომიტეტს ჩაუდგა სათავეში.
BBC-ის არაბული ბიუროს ინფორმაციით, ჰაშემ საფი ად-დინი ზედამხედველობდა ორგანიზაციის პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ და საგანმანათლებლო საქმიანობას. 2017 წლის მასიში საფი ად-დინი შეერთებულმა შტატებმა და საუდის არაბეთმა ტერორისტების სიაში შეიყვანეს.
ჰეზბოლას ყოფილი ლიდერი ჰასან ნასრალა 28 სექტემბერს ბეირუთში, მიწისქვეშა შტაბ-ბინაზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა.