უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამარჯვების გეგმის საკითხზე გაამახვილა ყურადღება. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ეს საკითხი განიხილონ 26 სექტემბერს ვაშინგტონში გამართულ მოლაპარაკებებზე“.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ბაიდენს და შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის გაწეული დახმარებისთვის და ასევე მიაწოდა ინფორმაცია უკრაინაში, კერძოდ, ფრონტზე არსებულ ვითარებაზე.
პრეზიდენტებმა მონაწილეობა მიიღეს G7+-ის სპეციალურ შეხვედრაში, რომელიც უკრაინის რეკონსტრუქციას ეძღვნებოდა.
30-ზე მეტმა ქვეყანამ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას უკრაინის ომის შემდგომი აღდგენის შესახებ.