რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის სურვილი, რუსეთს აიძულონ მშვიდობის დამყარება, არის "აბსოლუტურად საბედისწერო შეცდომა", რადგან, მისი თქმით, ამის გაკეთება შეუძლებელია.
ჟურნალისტმა პესკოვს ჰკითხა, შესაძლებელია თუ არა რუსეთი აიძულონ დამყაროს მშვიდობა.
”ასეთი პოზიცია საბედისწერო შეცდომაა, ეს არის ყველაზე დიდი ბოდვა,” - თქვა პესკოვმა
პესკოვი კიდევ ერთხელ დაემუქრა უკრაინის ხელისუფლებას "შედეგებით".
„შეუძლებელია რუსეთის იძულება დაამყაროს მშვიდობა. რუსეთი, ფაქტობრივად, მშვიდობის მომხრეა, მაგრამ იმ პირობით, რომ უზრუნველყოს მისი უსაფრთხოების საფუძვლები და შეასრულოს სპეციალური სამხედრო ოპერაციის წინაშე მდგარი ამოცანები.
ამ მიზნების მიღწევის გარეშე შეუძლებელია რუსეთის იძულება“, - განაცხადა პესკოვმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა: ეს ომი მოლაპარაკებებით ვერ დასრულდება, რუსეთს უნდა აიძულონ მშვიდობის დამყარება.